რუსთავში საფლავი გაქურდეს
რუსთავში სასაფლაო გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფლავიდან მეტალის ნაკეთობები მოიპარეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა 60 წლამდე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.