იოჰანესბურგში 11 წლის შემდეგ თოვლი პირველად მოვიდა
სამხრეთ აფრიკის უდიდესი ქალაქში, იოჰანესბურგში 11 წლის შემდეგ თოვლი პირველად ნახეს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის სამხრეთ ნაწილში ზამთრის თვეებში რეგულარულად თოვს, იოჰანესბურგში ბოლოს 2012 წლის აგვისტოში მოთოვა, მანამდე კი, 2007 წელს.
სოციალურ ქსელებში იოჰანესბურგის მაცხოვრებლები მოვლენას "ნამდვილ მაგიად" მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ეს კვირის საოცარი დასაწყისია.