თეგებით ძიება
16. 07. 2023 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში მაშველებმა დატბორილი გვირაბიდან შვიდი გვამი გამოიტანეს

სამხრეთ კორეაში, წყალდიდობის შედეგად დატბორილ გვირაბში ჩარჩენილი მანქანებიდან მაშველებმა შვიდი გვამი გამოიტანეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც მედია წერს, კოკისპირულმა წვიმებმა მეწყერი და კაშხალში წყლის დონის მატება გამოიწვია.

სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი დროით 11:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 567 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

კორეის სარკინიგზო კორპორაციის ცნობით, მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, რადგან ლიანდაგები დატბორილია და არსებობს კლდეების ჩამოშლის საფრთხე.

კორეის პრემიერ-მინისტრმა, ჰან დაკ სუმ მოუწოდა სამხედროებს, აქტიურად ჩაერთონ სამაშველო საქმიანობაში, იმუშაონ მთავრობის წარმომადგენლებთან აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა