„ომის შემდეგ ეს და პუტინი ბრიფინგზე იდგნენ და სააკაშვილს და იუშჩენკოს დასცინოდნენ“ - ამირან სალუქვაძე
იულია ტიმოშენკოს განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად მთელი ევროპული თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს, ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სააკაშვილის დასახსნელად ახლა რომ იკლავს თავს იულია წიმოშენკო, აგვისტოს ომიდან 2 თვეში საქართველოსთვის, ანუ სააკაშვილისთვის იარაღის მიყიდვის გამო, მაშინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს, იარაღით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებდა.
მისმა პარტიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო რადას საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ამ კომისიის მუშაობის შედეგებით გავიგეთ, რომ ჩვენთვის მოყიდული იარაღის გარკვეული ნაწილი საქართველოში არ შემოსულა.
ეს ისე, შესახსენებლად, ვინ ვინაა...
ჰო, ისიც გამახსენდა, ომის შემდეგ ეს და პუტინი ბრიფინგზე იდგნენ და სააკაშვილს და იუშჩენკოს დასცინოდნენ“ - წერს სალუქვაძე.