თეგებით ძიება

„ელცინი საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა?“ - რას წერს ისტორიკოსი სოციალურ ქსელში?

ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი სოციალურ ქსეში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ელცინი საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა?

საოცარ ინფორმაციას ავრცელებს კონსტანტინე ზ. გამსახურდია რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ფუნდამენტურ, 760-გვერდიან წიგნში - “სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსათვის” (ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი). მისი თქმით, ყაზბეგში შეხვედრისა და რუსეთის ფედერაციასთან დადებული ცნობილი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კვირის შემდეგ, 1991 წლის 7 აპრილს, შედგა კონფიდენციალური სატელეფონო საუბარი ბორის ელცინსა და ზვიად გამსახურდიას შორის. ელცინმა ზვიადს შეატყობინა, რა მწვავე რეაქცია მოჰყვა მოსკოვიდან რეაქციულ წრეებში მათ მოლაპარაკებასა და მიღწეულ შეთანხმებას. ოპოზიციამ რსფსრ უზენაეს საბჭოში დააყენა იმპიჩმენტის საკითხი, რომელსაც მხოლოდ ორი ხმა დააკლდა. ამჯერად ვერ მოახერხეს, მაგრამ კაცმა არ იცის, რა მოხდება მომდევნო მცდელობისას და თუ იმპიჩმენტი მაინც შედგება, შეგიძლიათ თუ არა ჩემთვის თავშესაფრის მოცემაო?

ზვიად გამსახურდიას დადებითი პასუხი გაუცია და ელცინისთვის უთქვამს, რომ ასეთ შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნებოდა ორი სამთავრობო რეზიდენცია საქართველოში შეიარაღებული დაცვითა და ვერტმფრენით. მას საგანგებოდ დაუვალებია გურამ აბსანძისთვის, უმოკლეს ვადაში მოეგვარებინა ეს საკითხი იმ შემთხვევისთვის, თუ რეაქციული ოპოზიცია რსფსრ უზენაეს საბჭოში შეძლებდა ხმათა საჭირო რაოდენობის მოგროვებას ელცინის იმპიჩმენტისთვის.

ამ ფაქტის თაობაზე არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა (არც არაოფიციალური). კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ცნობით, მან ელცინის თხოვნის შესახებ შეიტყო თავად გ. აბსანძესთან კონფიდენციალური საუბრის შემდეგ“ - წერს დათუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა