თეგებით ძიება

ეს არ იყო გაკეთებული მოპარვის მიზნით, ეს იყო ჯვრების განადგურების ვანდალური აქცია რა მოხდა ვერის სასაფლაოზე?

„ვიღაცის ბოროტ სულსა და გონებაში იშვა აზრი, რომ გაენადგურებინათ ჯვრები“ -  სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაუდგენელმა პირებმა ვერის სასაფლაოზე მარმარილოს ჯვრები დაამტვრიეს.

.

„წარმოუდგენელი ვანდალიზმი მოხდა 14 ივლისს ვერის სასაფლაოზე! ვიღაცეებმა მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საფლავებზე ჯვრები  

ეს არ იყო გაკეთებული მოპარვის მიზნით, ეს იყო საფლავებზე ჯვრების განადგურების ვანდალური აქცია  ხსნიდნენ, ან ადგილზე ამტვრევდნენ, ან სხვის საფლავზე გადაჰქონდათ და იქ... არ ჰქონდა მნიშვნელობა, ცნობადი პიროვნება იყო თუ უცნობი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შერჩევით არ ამსხვრევდნენ, უბრალოდ ვიღაცის ბოროტ სულსა და გონებაში იშვა აზრი, რომ გაენადგურებინათ ჯვრები. ჯვარი განადგურებულია ერთ-ერთ უძველეს, საუკუნის წინ გარდაცვლილის საფლავზეც, ჯვრებთან ბრძოლოს “აქციაში" მოჰყვა “მზიურის" მომღერლის ქეთი ფირცხალავას საფლავზე აღმართული ჯვარიც. ვერის სასაფლაოზე გადაღებული ეს ფოტოები მომაწოდეს, რაც ეკლესიის ქვემოთ მდებარე საფლავებისაა, ეკლესიის ზემოთაც ყოფილა ჯვრები დამსხვრეული.

როგორც ამბობენ, ეს “უცნაურად" შემოსილ-შეღებილი სუბიექტები შეუნიშნავთ იმ ღამეს ვერის სასაფლაოს მიმდებარედ, უფრო მეტად ვერ დავაკონკრეტებ. მხოლოდ ერთს გავიმეორებ: ეს იყო მიზანმიმართული ბოროტული აქცია 

პოლიციისთვის ფაქტი ცნობილია და იმედია დამნაშავეებს მიაგნებენ!,“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა