თეგებით ძიება

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ერთ-ერთი სადაზვერვო ბრიგადის მეთაური ლიკვიდირებულია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ივნისის დასაწყისში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი სადაზრვერვო ბრიგადის მეთეური, პოლკოვნიკი მაქსიმ ხარლამოვი მოკლეს.

საუბარია ნიჟნი ნოვგოროდის 96-ე ცალკეული სადაზვერვო ბრიგადის ერთ-ერთ მეთაურზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ხარლამოვის ფოტოს Telegram-ზე აქვეყნებს და წერს, რომ ის 4 ივნისს გაანადგურეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 15 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან ლიკვიდირებულია 237 180 ოკუპანტი. მათგან დაახლოებით 600, გასული დღე-ღამის განმავლობაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა