თეგებით ძიება

„რა ვიცით რა ედო ადამიანს ფეხსაცმელში ?"- გიული ალასანია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის “მალულად გატანას” ცდილობდა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგიც გამართა, თუმცა  მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, მისთვის სკანდალის შინაარსი გაუგებარია და არ იცის, რის გატანას ცდილობდა უცხოელი ექიმი კლინიკიდან.

"არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია არავისგან, რადგან საერთოდ არ მქონია კონტაქტი არც პოლონელებთან, არც საელჩოსთან. ვიცი მხოლოდ ის, რაც ვნახე ტელევიზორით და ვერაფერს ვიტყვი. რაც ვნახე, იმან არანაირი შთაბეჭდილება არ შემიქმნა. ყველას შეიძლება რაღაცა გვედოს სადღაც რაღაცისთვის. ვინ თქვა, რომ ბიოლოგიური მასალა იყო? მე არ მომისმენია. მე დავინახე, ქაღალდი გაიშალა და ის ქაღალდი ჩანდა ცარიელი, მეტი არაფერი ჩანდა და რა ბიოლოგიური მასალა. მაშინ ეს ყველაფერი დასაბუთებულად უნდა გვაჩვენონ. მე ეს ვერ დავინახე რა ვიცით, რომ გაჰქონდა და რა ვიცით, რომ თან არ ჰქონდა შემოტანილი. რა ვიცით რა ედო ადამიანს ფეხსაცმელში ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანია მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადასა და ევროპარლამენტარების მიმართვის გადაფარვას.

„ამ დღეებში ჩემთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. ერთი იყო უკრაინის რადას მიერ ერთხმად მიღებული მიმართვა, მეორე – ევროპარლამენტარების. 44 ევროპარლამენტარი აწერდა ხელს, ისევ ეხებოდა ჩემი შვილის გათავისუფლებას და ვარ ძალიან მადლობელი ამ ხალხის, ვინც აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა და განახორციელა. ვფიქრობ, ამის გადასაფარად მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა