თეგებით ძიება

როგორც ჩანს, ვიღაცას ცოტა "ჟულიკური" ჩანაფიქრები აქვს - მიხეილ სარჯველაძე

გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ვიღაცას მანკიერი ჩანაფიქრი აქვს და შესაძლოა, ეს ნაბიჯი სწორედ ამით იყო ნაკარნახევი.

"ფაქტია, რომ ყველაფერს აზრი დაუკარგა, ასე ჩუმად მოპარული რაღაც ნიმუში კეთილსინდისიერი მოტივებისთვის გამოყენებული რომ არ იქნებოდა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ამის საპირისპიროდ მე რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი არ მომისმენია და როგორც ჩანს, ვიღაცას რაღაც მანკიერი ჩანაფიქრები აქვს, ცოტა "ჟულიკური" ჩანაფიქრები აქვს შეიძლება ეს არის ის, რითაც იყო ნაკარნახევი ასეთი ნაბიჯები", - განაცხადა სარჯველაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა