ვიღაცას სჭირდებოდა მანიპულაცია, გაყალბება.. პოლონეთის ხელისუფლებას ოფიციალური განმარტების წარმოდგენა მოუწევს - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კლინიკა „ვივამედში“ მომხდარი ინცინდენტი მანიპულაციის და გაყალბების მცდელობაზე მეტყველებს, ამიტომ მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის ხელისუფლების განმარტებები აუცილებელია.
"ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. შეგიძლიათ ექსპერტებს ჰკითხოთ, მაგრამ არაექსპერტული გადმოსახედიდან, მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ეს ნიმუშები, რომელიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები, მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც, რადგან მათი ინიციატივა იყო საქართველოში ექიმების ჩამოსვლა. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა. ეს სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. აშკარად ვხედავთ, რომ იყო მანიპულაციის მცდელობა, სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები მე უბრალოდ არ ვიცი. მათ გამოიტანეს ნიმუშები ჩვეულებრივ გზით, სათანადოდ იყო აღებული ეს ნიმუშები, არაფერში არ სჭირდებოდათ დამატებითი ნიმუშების, გარდა ერ თეორიული ვერსიისა - ეს არის ის, რომ ვიღაცას სჭირდებოდა მანიპულაცია, გაყალბება, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს, რომელიც შეიძლება ექსპერტმა შემოგთავაზოთ. ჩემთვის ამას ვერავითარი სხვა ახსნა ვერ ექნება, გარდა იმისა, რომ ვიღაცას უნდოდა მანიპულაციისთვის და გაყალბებისთვის ამ ალტერნატიული ნიმუშების გამოყენება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.