თეგებით ძიება

ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს

ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს. ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით, „ტაბულა“ ავრცელებს. 2022 წლის სექტემბერში მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების შესაჩერებლად მორალის პოლიციამ დროებით უკან დაიხია. ცნობსთვის, აქციებზე მომიტინგეებს რეჟიმის შეცვლა სურდათ. 

საპროტესტო აქციები ძირითადად ჩაიშალა 2023 წლის დასაწყისში მძიმე დარბევის შემდეგ, რომლის დროსაც 500-ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა და თითქმის 20 000 დააკავეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ირანის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით დედაქალაქ თეირანში ქალებმა პროტესტის ნიშნად ჩადრის ტარება შეწყვიტეს.

16 ივლისს ირანის პოლიციის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ მორალის პოლიცია გააგრძელებს ქალების დაკავებას, რომლებიც საზოგადოებაში ჰიჯაბის ტარებაზე უარს იტყვიან.

15 ივლისს ღამით, პოლიციამ ახალგაზრდა მსახიობი მოჰამედ სადეგი საკუთარ სახლში დაარბია და ადგილზევე დააკავა. მანამდე, სადეგმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ აკავებს ირანის პოლიცია ქალს ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო.

ასევე, უახლოეს მომავალში ირანის პარლამენტი კენჭს უყრის ახალ, უფრო მკაცრ სასჯელს სამოსის ტარების წესის დარღვევის გამო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა