მთავრობა ლაპარაკობს პუტინის მეტყველებით - გედევან ფოფხაძე
“ოცნების” სუფლიორის ტექსტი მოსკოვში იწერება – ამის შესახებ იურისტმა და პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
“თავდასხმები პრეზიდენტზე არის დაკავშირებული სწორედ იმასთან, რომ მათ სჭირდებათ შეინარჩუნონ პოლიტიკური რეჟიმი. ისეთი რეჟიმი, სადაც პრეზიდენტს არ ექნება შესაძლებლობა, ჩაერიოს მართლმსაჯულებაში მაშინ, როცა მართლმსაჯულება არის პოლიტიკური. პრეზიდენტი პროევროპულ ინსტიტუციონალურ მიზიდულობას ქმნის და ეს არის ხელისუფლებისთის დიდი პრობლემა. იგრძნობა, რომ სუფლიორის ტექსტი იწერება მოსკოვში, რომ არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს აღარ აქვთ. უკვე გასაგებია, რომ მთავრობა ლაპარაკობს პუტინის მეტყველებით, – ამბობს გედევან ფოფხაძე.