„რაფაელ გლუქსმანის მეცადინეობით ჩამოვიდა საქართველოში, ენგურის ხიდთან მივიდა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ჯეინ ბირკინს იხსენებს
„ტაბულას“ მთავარ რედაქტორი, თამარ ბიოჩერგოლეიშვილი ფრანგი მომღერლისა და მსახიობის, ჯეიინ ბირკინის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში იხსენებს:
„რაფაელ გლუქსმანის მეცადინეობით ჩამოვიდა საქართველოში, ენგურის ხიდთან მივიდა - ზუგდიდში ჩავწერე ინტერვიუ.
——
ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. თუ ჩემი მორალური მხარდაჭერა იოტისოდენა შვებას მაინც მოჰგვრის იმ 350 000 ადამიანს, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს და ვერ ახერხებს, მზად ვარ, ამისთვის ბევრი გავიღო - ადამიანი ერთხელ ცხოვრობს.
——
ვთვლი, რომ პერსონალურ პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ცნობილი ვარ, ჩემთვის ადვილია მაგალითის მიცემა. ეს ის შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო. შეიძლება მიამიტად ჩამთვალოთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ასე მჯერა“ - წერს ჩერგოლეიშვილი.