„ცრუპენტელა ღარიბაშვილის კიდევ ერთი მითი“ - რას წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯანგირაშვილი?
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ცრუპენტელა ღარიბაშვილის კიდევ ერთი მითი: დღესაც ამტკიცებდა, რომ 20 მლნ. უკრაინელმა დატოვა უკრაინა. 11 ივლისს განახლებული მონაცემებით ამჟამად უკრაინიდან ლტოლვილი არის 7.3 მილიონი ადამიანი. ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა 23.8 მილიონმა ადამიანმა, ქვეყნისა, რომლის ყოველ კუთხე კუნჭულში რაკეტები ცვიოდა. თუმცა, უკან დაბრუნდა 14.5 მილიონი ადამიანი.სამაგიეროდ “მშვიდობიანი და აყვავებული“ საქართველოდან 2021–2022 წლებში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 87 000 ადამიანი“ - ინო ჯანგირაშვილი.