თეგებით ძიება

პოლიციელმა კაზინო გაძარცვა

აზარტული თამაშების მოყვარულმა პოლიციელმა ლას-ვეგასში სამი კაზინო გაძარცვა და 165,000  დოლარი გაიტაცა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ 35 წლის კალებ როჯერსმა სამსახურეობრივი იარაღის გამოყენებით ოთხი თვის განმავლობაში სამი ყაჩაღობა ჩაიდინა. პროკურატურას მიაჩნია, რომ პოლიციელი ამ ნაბიჯზე ვლების გამო წავიდა, რომელიც აზარტული თამაშების გამო დაუგროვდა. 

როჯერსმა პირველი ორი ძარცვა 2021 წლის ნოემბერში და 2022 წლის იანვარში ჩაიდინა. დამნაშავე პოლიციელი 2022 წლის თებერვალში, მესამე ძარცვის შემდეგ დაიჭირეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა