თეგებით ძიება

ძაღლმა უგონოდ მყოფ პატრონთან მეზობელი მიიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა

დიდ ბრიტანეთში ყრუ და სმენადაქვეითებულთა დასახმარებლად გაწვრთნილმა ძაღლმა პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა. ინფორმაციას Metro ავრცელებს.

დარლინგტონელი 60 წლის სტივენ დაკი ძაღლთან ერთად პარკში სეირნობდა, როდესაც მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში მოქცევისთვის   მომზადებული არ იყო, ვივმა მაშინვე გავლელების ძებნა დაიწყო, რომ პატრონს დახმარებოდა. 

 „სამსახურიდან სახლში მივდიოდი, როცა დავინახე, რომ ვივი ქუჩაში მოუსვენრად დარბოდა. ძაღლმა როგორც კი დამინახა, ჩემთან მოირბინა და ყეფა დაიწყო. მივხვდი, რომ გაყოლას მთხოვდა და არც შევმცდარვარ. ვივმა იმ ადგილზე მიმიყვანა, სადაც სტივენი იწვა“, - ამბობს მამაკაცის მეზობლად მცხოვრები ელი სმიტი.

ქალმა უგონოდ მყოფი მამაკაცის დამოუკიდებლად ადგილდან დაძვრა ვერ შეძლო და სხვა მეზობლებს დაუძახა. სტივენთან რომ დაბრუნდნენ, ვივი ისევ მის ფეხებთან იჯდა. მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და  მომხდარის შესახებ მამაკაცის ცოლს აცნნობეს, რომლის ნომერი ძაღლის საყელურზე ეწერა. დღეს სტივენიც და მისი ძაღლიც თავს მშვენივრად გრძნობენ და ცხოვრებით ტკბებიან. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა