თეგებით ძიება

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს - საავტომობილო გზების დეპარტანტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ლარსთან დამაკავშირებელი გზის გაფართოების გეგმის შესახებ "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

ტენდერი, რომელსაც სიუჟეტში ტყუილის დამადასტურებელ ფაქტად იყენებენ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გამოაცხადა თბილისის გასასვლელი გზის გაფართოებისთვის. ეს არის მონაკვეთი თბილისის გასასვლელიდან ნატახტრამდე.

უფრო ზუსტად, ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ28, თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ნატახტრის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ სწორედ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას, როგორც ამას სიუჟეტის ავტორები ამტკიცებენ.

პროექტის მიზანია თბილისის შემოსასვლელი გზის გამტარობის გაზრდა და საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება.

ინფორმაცია ტენდერზე არის საჯარო და ხელმისაწვდომი, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რომელ გზაზე და რა სახის სამუშაოებზეა გამოცხადებული ტენდერი. ამასთან, ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ტენდერის გამოცხადებისთანავე გაავრცელა.

შესაბამისად, ვინაიდან ამ ინფორმაციის მიღება ან დამუშავება არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს და, ასევე, ჟურნალისტს არც უცდია მისი კომპეტენტურ უწყებასთან გადამოწმება, სიუჟეტი შეგნებულად არის აგებული ტყუილზე და ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა