ჩეხეთში 40 ჰექტარზე მეტი ტყე იწვის - არიან დაშავებულები
ჩეხეთში, ქალაქ პისეკთან, შაბათს გაჩენილმა ტყის ხანძარმა დაახლოებით 40 ჰექტარი ტყე დააზარალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა ხუთი მეხანძრე.
ცეცხლის ჩაქრობას სამი ვერტმფრენი ამ დრომდე ცდილობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.