თეგებით ძიება

ბავშვმა სიცხეში ექვსი ბოთლი წყალი დალია და მოიწამლა

აშშ-ს სამხრეთ კაროლინას შტატში მცხოვრებმა ბავშვმა სულ რაღაც ერთ საათში ექვსი ბოთლი წყალი დალია და მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში აღმოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ათი წლის რეი ჯორდანი სიცხეში ბიძაშვილებთან ერთად თამაშობდა. ცოტა ხანში ბიჭუნას მოწყურდა, სახლში დაბრუნდა და ერთი საათის განმავლობაში ექვსი ბოთლი წყალი დალია. მალე ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა - ბიჭუნას თავისა და ხელების მოძრაობა გაუჭირდა. მშობლების თქმით, მათი შვილი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

შეშინებულმა მშობლებმა რეი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ბავშვს წყლით ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაუსვეს. ეს პათოლოგია მაშინ ვითარდება, როდესაც თირკმელები მოკლე დროის განმავლობაში ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრილ სითხეს ვერ უმკლავდებიან. ამის გამო სისხლში ნატრიუმის დონე კრიტიკულ დონემდე ეცემა.

სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ ბიჭის ნატრიუმის დონე ნორმას დაუბრუნდა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამ დროისთვის, ბავშვი სრულად გამოჯანმრთელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა