2027 წლიდან ევროკავშირში ყველა სმარტფონს აკუმულატორი უნდა ეცვლებოდეს
ევროკავშირი ოფიციალურად მოითხოვს, 2027 წლისთვის, ყველა სმარტფონს (მობილურ ტელეფონს) აკუმულატორები უნდა ეცვლებოდეს.
ევროპულმა საბჭომ მიიღო რეგულაცია, რომელიც მიმართულია ტექნოლოგიური კომპანიების პრაქტიკის წინააღმდეგ, რათა Apple-მა, Samsung-მა, Google-მა და სხვებმა, საშუალება მისცენ მომხმარებლებს სმარტფონის ნაწილები შეცვალონ ახალი ტელეფონის შეძენის გარეშე.