რუსთავის ერთ-ერთი მაღაზიიდან პროდუქტები მოიპარეს
რუსთავში, ერთ-ერთი მაღაზიიდან პროდუქტები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე არსებული სურსათის მაღაზიიდან 40 წლამდე მამაკაცმა სხვადასხვა სახეობის პროდუქტი მოიპარა. ფაქტი შენიშნა მაღაზიის თანამშრომელმა, რომელმაც ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა.
აღნიშნულ ლოკაციაზე მალევე მივიდნენ სამართალდამცავები. გაირკვა რომ მამაკაცმა პროდუქი სხვა დღეებშიც მოიპარა.
პოლიციამ პირი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავა.