წყალდიდობა ქუთაისში - დატბორილია სახლები (ფოტოები)
ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში სახლების პირველი სართულები დაიტბორა. წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე წყალი სახლებში ღამის 4 საათზე შევიდა.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მოსახლეობის განცხადებით, 112-ში მრავალი ზარის მიუხედავად, მათ დასახმარებლად მთელი ღამის განმავლობაში არავინ მისულა.