დააკავეს მღვდელი, რომელმაც ტურისტს ზეთი სასქესო ორგანოზე აცხო - რა მოხდა საბერძნეთში?
საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე დააკავეს მღვდელი, რომელსაც ერთ-ერთი ტურისტი ბრალს სდებს, რომ სასულიერო პირი მას სასქესო ორგანოზე აცხო ზეთი. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Dimokrati News წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას, ხუთშაბათს მოხდა - ტურისტი მეგობარ ქალთან ერთად მონასტერში მივიდა, რათა აეღო ჯვარცმა, რომელიც მას იქ წინა დღეს დარჩა. მონასტერში მისულ ტურისტს, მისი თქმით, მღვდელმა შესთავაზა, რომ მისთვის "განსაკუთრებული საჩუქარი" ჰქონდა სხვა ოთახში და სთხოვა, გაჰყოლოდა. როდესაც მარტო დარჩნენ, მღვდელმა სთხოვა მამაკაცს, სამოსი გაეხადა, რათა მისთვის სხეულზე წმინდა ზეთი ეცხო. ესტონელ კაცს სასულიერო პირისთვის უარი არ უთქვამს, რაც მან დაბნეულობით ახსნა, თუმცა მოგვიანებით მღვდელს პოლიციაში უჩივლა.
სასულიერო პირმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მასთან მისულ ტურისტს გამონაყარი ჰქონდა და ზეთი ამიტომ აცხო.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.