"ნიუკასლ იუნაიტედი" "ნაპოლს" კავრას სანაცვლოდ, 100 მილიონ ევრო სთავაზობს
"ნიუკასლი“ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას ისევ ცდილობს. Daily Mail-ის ინფორმაციით, „კაჭკაჭები“ „ნაპოლის“ 95 მილიონ ევროს სთავაზობენ და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან შეთავაზება 100 მილიონამდეც გაზარდონ.
ჯერჯერობით, ნეაპოლელებს ინგლისელებისთვის არ უპასუხიათ, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ იტალიელებს ხვიჩას შენარჩუნება სურთ. თუმცა, ცხადია, შეთავაზებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და არაა გამორიცხული სიტუაცია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეიცვალოს. რა თქმა უნდა, „ნიუკასლი“ ხვიჩას გაცილებით მაღალ ხელფასს შესთავაზებს, ვიდრე „ნაპოლიში“ ამჟამად იღებს ან განახლებული კონტრაქტით მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.