"არ მაინტერესებს ხალხი რას იფიქრებს..." - მარიამ ქინქი საცოლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს +18
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, მარიამ ქინქი სოციალურ ქსელში საცოლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
"მე და ანიასთვის ბოლო პერიოდში უცხო თუ ნაცნობი, ყველას უნდა რჩევის მოცემა, პირადზე ან ბიზნესზე. ჩვენც გვეცინება, ვუსმენთ და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა ჩვენ. ხშირად, ხალხს უნდა, რომ დაგარიგოს, ზოგს კეთილი განზრახვებით, ზოგს ბოროტი, ან სულაც, შური და ბოღმა ამოძრავებდეთ.
მადლიერი ვარ ჩემი თავის და ჩემი პარტნიორის, რომ ორივე მიზანდასახული, გონებაგახსნილი და საკმაოდ ინტელექტუალური გოგოები ვართ. რამდენი წამოეგებოდა „დარიგებების“ მახეს? რამდენი დაყრიდა ფარ-ხმალს?
ვინც ელის, რომ მე და ანია ფარ-ხმალს დავყრით… ელოდეთ და უყურეთ, როგორ წავალთ წინ უზარმაზარი დილდოებით ხელში,“ - წერს მარიამ ქინქი.
View this post on Instagram