თეგებით ძიება

წყალი 32 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბურჯანაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა - შეცვალა 1226 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი, დაამონტაჟა 28 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოაწყო 8 სახანძრო ჰიდრანტი

Ბურჯანაძის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 18 ივლისს დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 ივლისს დღის 12:00 საათიდან, 19 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმ. ბარბარეს, რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძის, მეტრეველის, ქიზიყის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, გვაზავას, ოდიშელიძის და მიმდებარე ქუჩებს

ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს; სოფელ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალას და ფოლადაანთკარს

კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალასა და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა