აუცილებელია ტერორისტების და მათი ნათესავების სახლების აფეთქება - დიმიტრი მედვედევი უკრაინაზე
"ტერორისტების წინააღმდეგ არანაირი სანქციები ან დაშინება არ მოქმედებს, აუცილებელია მათი განადგურება“. ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
"ამ ადამიანებს მხოლოდ ძალის ენის, არაჰუმანური მეთოდების ესმით. ამიტომ აუცილებელია მათი და მათი ნათესავების სახლების აფეთქება, ყველა მათი მხარდაჭერის და თანამებრძოლის ლიკვიდირება. არანაირი სასამართლო პროცესი არ უნდა ჩატარდეს. პირველ რიგში უნდა განადგურდეს ამ ტერორისტული ფორმირებების ხელმძღვანელობა, რა სოროებშიც არ უნდა იმალებოდნენ ეს მწერები", - განაცხადა მედვედევმა .
მედვედევის პოსტი ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ გავრცელდა, რაშიც მოსკოვმა უკრაინული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ოფიციალურ კიევს შეტევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.17 ივლისს მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად ყირიმის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება შეწყდა.