თეგებით ძიება

ომარ მხეიძე გარდაიცვალა

მოცეკვავე და ჩოხოსანი, ომარ მხეიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ომარი უფალთან შესახვედრად გაემგზავრა...“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი(ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე(ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი), სადაც 30 წელი იღვაწა; არის კინოკომპანია "ჯიმ შვანთეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989წწ. თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი; ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი; ქართული რეპერტუარი: "ხევსურული სიუიტა", "მხედრული", "შეჯიბრი", "მუხამბაზი", "მთიელ ვაჟთა ცეკვა", "ქაჯეთის აღება"; გასტროლები: 87 ქვეყანა ანსამბლთან ერთად. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: "წლის ადამიანი" (გაზეთი "რაეო", 2005), "ქართული კულტურის ამაგდარი" (ქ. თბილისის მერია, 2009), "ქართული კულტურის რაინდი" (საქ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), საპატიო სიგელი "სახალხო სიყვარული",  როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია "სახალხო დიპლომატია", 2014), "საუკუნის მოცეკვავე" (საქ. ქორეოგრაფიის მოღვეწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), "ხელოვნების ქურუმი" (საქ. კულტურის სამინისტრო, 2015), პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა "ქართული გალობა", 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა - "ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება". 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა