თეგებით ძიება
17. 07. 2023 მსოფლიო

რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა - დიმიტრი პესკოვი

შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმებამ მოქმედება შეწყვიტა, ის შეჩერებულია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, დღეს შეწყდა შავი ზღვის შეთანხმების მოქმედება, როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – განმარტა პესკოვმა.

მისი თქმით, როგორც კი შესრულდება შეთანხმებების ნაწილი, რომელიც ეხება რუსეთს, მოსკოვი დაუყოვნებლივ დაბრუნდება მის განხორციელებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა