თეგებით ძიება

ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა - ირაკლი ღარიბაშვილი

მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, აბდულა არიპოვს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან აბდულა არიპოვთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

"მივესალმები ჩემს ძვირფას კოლეგას,უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს,ბატონ აბდულა არიპოვს. მე მოხარული ვარ,ვუმანსპინძლო ჩემს კოლეგას თბილისში.

მე მქონდა წარმატებული ვიზიტი უზბეკეთში.მახსოვს ჩემი კოლეგის ძალიან გულთბილი დახვედრა და მოხარული ვარ, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შედგა საქართველოში.

მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, ბატონ პრემიერს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს.

ეს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა.

მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით მივულოცო პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება, ვუსურვებ წარმატებებს უზბეკეთს და უზბეკ ხალხს.

ბატონო პრემიერო, ჩვენი ურთიერთოებები ყველა მიმართულებით ვითარდება; სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი გაფართოებულ შეხვედაზეც და დღეს ასევე ხელს მოვაწერთ ძალზე მნიშვნველოვან მემორანდუმს - უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების სამოქმედო გეგმას, საგზაო რუკას.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა