არასრულწლოვანის მოტაცებაში მხილებულ ოთხ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ქორწინების მიზნით არასრულწლოვანის მოტაცებაში მხილებულ ოთხ მამაკაცს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 15 წლის გოგო ფონიჭალის დასახლებაში, ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა, როდესაც სიძემ, სიძის ძმამ და კიდევ ორმა მეგობარმა მოზარდი მოიტაცეს.
გოგოს ახლობლები კურიერთან ჰყვებიან, რომ არასრულწლოვანმა პოლიციასთან დაკავშირება მოახერხა, რის შემდეგაც თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. ადვოკატი ოთხივე ბრალდებულისთვის ათი ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს.