თეგებით ძიება

„სკამზე დაიძინა, მაგრამ გაღვიძება ვეღარ შეძლო... ამ დროს ვითომც არაფერიო...“ - რა მოხდა „კონკასთან“?

ჟურნალისტი, ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ორბელიანის მოედანზე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ამ ტრაგედიას ირგვლივ მყოფებზე გავლენა არ მოუხდებია.

„დღეს, ერთი კაცი ეწვია ორბელიანის კონკას, სავარაუდოდ გამთენიისას. ალბათ სკამზე დაიძინა, მაგრამ გაღვიძება ვეღარ შეძლო. დილით  სასწრაფო მოვიდა, შემდეგ პოლიცია. ეს ბოლო ყურადღება იყო, რაც მის მიმართ გამოიჩინეს. რამდენიმესაათიანი პროცედურების შემდეგ გადაასვენეს ნაჭრის ტომარაში. 

მთელი ამ დროის განმავლობაში ორბელიანს წამით არ შეუწყვიტავს თავისი ცხოვრება, ვითომც აქ არაფერიო. მოშორებით ხმამაღლა იცინოდნენ ლუდით შემთვრალი ბიჭები, თავიანთ ამბებს იხსენებდნენ. რომელიღაც რესტორანში ხმამაღალი მუსიკა იყო ჩართული. 

პოლიციელებმა ფოტოების გადაღება და საბუთების შევსება რომ დაასრულეს ბარიერები მოხსნეს და ყველაფერი უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. მალე ტურისტები გამოჩნდნენ. კონკასთან სურათებს იღებდნენ. ზოგიერთი შიგნითაც შევიდა და იმ სკამზე წამოსკუპებული პოზირებდა, სადაც ბოლო წუთებს ითვლიდა ადამიანი“, - წერს ჩაჩიბაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა