ლანჩხუთში, ერთ-ერთ ბინაში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "გურია თუდეი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.
ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალის ცხედრები.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.