ლანჩხუთში, ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილები 82 და 72 წლის ქალები არიან
ლანჩხუთში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა. გარდაცვლილები 82 და 72 წლის ქალები არიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.