აზოვის ზღვის თავზე რუსულმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა
აზოვის ზღვის თავზე რუსულმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა, – ამის შესახებ კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, მაგრამ წყალში ჩავარდა, პარაშუტის თოკებში გაიხლართა და დაიღუპა.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში აცხადებენ, რომ სუ-25-მა ავარია საწვრთნელი ფრენის დროს განიცადა. წინასწარი ვერსიით მწყობრიდან გამოვიდა ძრავა.