თეგებით ძიება

რუსეთში სახელმწიფო მოხელეებს iPhone-ის გამოყენება აეკრძალათ

ჯაშუშობის შიშით რუსეთში ათასობით სახელმწიფო მოხელეს iPhone-ისა და სხვა Apple-ის ტექნოლოგიების გამოყენებააეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ვაჭრობის სამინისტრომ გაავრცელა.

ამერიკული კომპანიის ტექნოლოგიების გამოყენება თანამშრომლებს ასევე ასევე აუკრძალა ციფრული განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო კომპანია Rostec-მა.

“სამინისტროებში უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც საჯარო თანამდებობის მქონე FSB-ს თანამშრომლები არიან, დააანონსეს, რომ iPhone-ი აღარ იყო უსაფრთხო და საჭიროა ალტერნატიული საშუალებების მოძიება”. – ამბობს რუსეთის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყების თანამშრომელი. 

მოსკოვის კამპანია Apple-ის წინააღმდეგ დაიწყო მას შემდეგ, რაც ივნისში FSB-მ განაცხადა, რომ აშშ-ს დაზვერვა რუსეთში ჯაშუშობისთვის Apple-ის ტექნოლოგიებს იყენებს.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველამ იცის, რომ iPhone-ი სრულად გამჭვირვალე მოწყობილობაა და მისი გამოყენება ოფიციალური მიზნებისთვის მიუღებელი და აკრძალულია”. – თქვა პესკოვმა ივნისში.

Apple-მა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ არასდროს უმუშავია არცერთ მთავრობასთან საკუთარი პროდუქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

წყარო:ნიუპოსტი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა