ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა. ადგილობრივების თქმით, დაზიანებული ვენახების ასობით ჰექტარი.
ძლიერმა ქარმა ქალაქში მრავალწლოვანი ხეები მიგლიჯა, რის გამოც მარჯანიშვილის ქუჩაზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის ზონაში მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.