თეგებით ძიება

პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს - მათ ბრალად პედოფილია ედებათ

პოლონეთის ქალაქ ბიტომში 18-დან 55 წლამდე ასაკის საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.
პოლონური მედიის ცნობით, ბიტომის ქალაქის პარკში არსებულ აუზზე დაცვის თანამშრომლებს მიმართეს ბავშვების მშობლებმა. მშობლების ინფორმაციით, მათ შვილებს უცნობი მამაკაცები სექსუალურად ავიწროებდნენ, რის შემდეგაც აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა დააკავეს.

ფაქტზე განცხადება გაავრცელა ადგილობრივმა პოლიციამ. საგამოძიებო ორგანოს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქე ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაშია ეჭვმიტანილი.

მომხდარზე განცხადება გააკეთა მუნიციპალური საცურაო აუზის ადმინისტრაციამ. დაწესებულებაში დაადასტურეს, რომ დაცვის სამსახურს რამდენიმე ბავშვმა და მშობელმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმართა. მათი თქმით, ტერიტორიაზე მყოფი მამაკაცთა ჯგუფი აუზსა და გასახდელში მოზარდებს სექსუალურად ავიწროებდა.

პოლონურ მედიაში დაკავებულთა ვინაობა არ გასაჯაროებულა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ოთხივე მათგანი მარნეულის მუნიციპალიტეტიდანა. ახლობლებმა იციან, რომ 18-დან 50 წლამდე მამაკაცები პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებიან. დაკავების შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ.

პედოფილიის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ბიტომის რაიონულ პროკურატურაში თარჯიმნის თანდასწრებით დაკითხეს. ადგილობრივები მათ ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა