თეგებით ძიება

ყირიმის ხიდზე დარტყმის პასუხი აუცილებლად იქნება - ვლადიმერ პუტინი

2 დაღუპული და 1 დაშავებული - რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დილის საათებში ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. უკრაინული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დარტყმის პასუხი აუცილებლად იქნება.

მედიის ცნობით, შეხვედრის დროს პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართა: "იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყირიმის ხიდზე მეორე ტერაქტია, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა