„დიდი წყალი მოვარდა... დინებამ ჩაიტანა“ - ახალი დეტალები ჩანჩქერთან გაუჩინარებულ ბიჭზე
მე-2 დღეა, ზესტაფონში, სოფელ საზანოში, სამცვერას ჩანჩქერთან 18 წლის ბიჭს ეძებენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა წყალში გადახტა, თუმცა, ამას ადგილობრივები უარყოფენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზესტაფონის მკვიდრია.
„არ გადამხტარა, ფეხი დაუცურდა და ჩავარდაო... ძალიან დიდი წყალი იყო წუხელ მოვარდნილი, ამიტომ დინებამ ჩაიტანა. საწყალი, გული მეწვის... მსგავსი არ მახსოვს მაგ ადგილას... ბევრი დამტვრეულა, გადავარდნილან და გადარჩენილან, მაგრამ სიკვდილი არასდროს....ღმერთო, შენ დაგვიფარე.“ - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.