თეგებით ძიება

გორში, 2 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადავარდა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, Qartli.ge ავრცელებს

შემთხვევის შედეგად ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, ის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

"სასწრაფოს დაგვიანების გამო, ბავშვი მამამ თავად წაიყვანა კლინიკაში. რამდენიმე წუთის

განმავლობაში უგონოდ იყო, შემდეგ ტირილი დაიწყო", - ამბობს გამოცემასთან თვითმხილველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა