თეგებით ძიება

„დედის ტირილი ცას და დედამიწას ესმის“ - რა ხდება სამცვერას ჩანჩქერთან, სადაც 18 წლის ბიჭს ეძებენ

ზესტაფონში, სოფელ საზანოში, სამცვერას ჩანჩქერთან 18 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიჭი ჩანჩქერში გადახტა, ადგილობრივები უარყოფენ და განმარტავენ, რომ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და ძლიერმა დინებამ წაიღო. 

მომხდარს დაკარგული ბიჭის ახლობელი ეხმაურება.

„როგორი მწარე ხარ ყველასთვის... რისთვის გაამწარე დედაშენი, მისი ტირილი ცას და დედამიწას ესმის. შენი ამბავი მეხის გავარდნასავით იყო, ჩემო ბიჭო. მგონია, რომ ცოცხალი ხარ“, - დაწერა სოციალური ქსელის მომხმარებელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა