პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარი შინ, დაასრულეთ ეს ომი ახლავე - ჯეიმს კლევერლი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერლის განცხადებით, მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებას და მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
„ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ აჩვენა წინსვლის გზა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა.
ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები შინ, დაასრულეთ ეს ომი ახლავე“, - განაცხადა კლევერლიმ.