თეგებით ძიება

სტიქია ლაგოდეხის სოფლებში - ძლიერმა ქარმა 60-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა

სტიქიის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში 60- მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.

ამ დრომდე, მუნიციპალიტეტის 7 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ძლიერი ქარისა და სეტყვის შემდეგ, ლაგოდეხში დაზიანებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეებიც.

დილიდან ლაგოდეხში იმყოფება კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი, რომელმაც მერიის შესაბამის სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა და მიყენებული ზარალისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ, ინფორმაცია მიიღო.

სტიქიის შედეგად, დაზარალებულია ყვარლის მუნიციპალიტეტიც, სადაც დასეტყვილია ასობით ჰექტარი ვენახი და განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა