თეგებით ძიება

როგორია გორში, კორპუსიდან გადავარდნილი 2 წლის ბავშვის მდგომარეობა?

გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსმა, იგორ გეორგიანმა შეაფასა და განაცხადა, რომ გამოვლინდა თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები.

გეორგიანის ინფორმაციით, მცირეწლოვანი პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

„დილის საათებში მშობელმა შემოიყვანა სიმაღლიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა თვალსაჩინო ზედაპირული ტრავმები. პაციენტს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, მოხდა სასიცოცხლო პარამეტრების ნორმალიზება და სტაბილიზაცია. ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები, რის საფუძველზეც გამოვლინდა თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები. გამოძახებული იქნა რეფერალური სამსახური, პაციენტი გადაყვანილია ბავშვთა პროფილურ სპეციალიზებულ კლინიკაში. რეფერირების მომენტში პაციენტის მდგომარეობა მართვადი იყო, რაც შეეხება მდგომარეობის შემდგომ შესაძლო განვითარებას, რთულია პროგნოზის გაკეთება“, - აღნიშნა იგორ გეორგიანმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა