თეგებით ძიება

„სამი ჯოჯოხეთური წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, დე“ - თამარ ბაჩალიაშვილის დედის ემოციური პოსტი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„სამი ჯოჯოხეთური წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან დე, რასაც უშენობა ჰქვია… ეს უკვე სიცოცხლე არაა, უბრალოდ ჩემს არსებობას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – გიორგი. მინდა მას თავისი წილი დედობა გავუწიო.

მაპატიე შვილო, რომ ვერ დაგიცავი, სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი. დრონი მეფობენ და არა მეფენი. მავანს ეგ ავიწყდებათ. უფალი ყველას თავის ბუმერანგს დაუბრუნებს.

მარტო მე ვერ გავიხარე შენი არსებობით. ღმერთმა ყველაფერი უხვად მოგმადლა, სილამაზეც და ნიჭიერებაც, ოღონდ ბოროტებმა არ დაგაცალეს ხანგრძლივი ცხოვრება და დღე შეგიმოკლეს. ყველას მიეზღვება თავის საწყაოთი. მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო. შეხვედრამდე დე…”, – წერს თეონა თამაზაშვილი.

23 წლის პროგრამისტი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. რამდენიმე დღიანი ძებნის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, იგი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა