ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ, ტბაში დამხრჩვალი იპოვეს
ფოთელი ახალგაზრდა, ირაკლი ნაჭყებია, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ოთხი დღე ეძებდა, გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას ამის შესახებ “გურია ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი ტბაში დამხრჩავლი იპოვეს.
შეგახსნებთ, ირაკლი ნაჭყებიას 15 ივლისიდან ეძებდნენ.