თეგებით ძიება
18. 07. 2023 მსოფლიო

ტემპერატურამ შესაძლოა 54 გრადუსს მიაღწიოს - დედამიწა ისტორიაში რეკორდულ სიცხეს უახლოვდება

წლევანდელმა ივნისმა სიცხის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ, არც ივლისი გაგვიცრუებს იმედს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ადრეული მონაცემებით, ამ თვის დასაწყისი მსოფლიოში ყველაზე ცხელი კვირა იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

უფრო მეტიც, ჟურნალ Scientific American-ის მიხედვით, კალიფორნიის სიკვდილის ველზე, შესაძლოა, დედამიწის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.

ეროვნული პარკების სამსახურის თანახმად, ზაფხულის ტემპერატურა ეროვნულ პარკში ხშირად აღემატება 49 გრადუს ცელსიუსს. ეს იმიტომ ხდება, რომ მიმდებარე მთები ცხელ ჰაერს ხეობის გრძელ და ვიწრო აუზში აკავებს. თუმცა ამ კვირაში ტემპერატურამ, შესაძლოა, 54 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა