თეგებით ძიება

2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 1 459 541-მდე ვიზიტორი შემოვიდა - TDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობისა და რასიზმის შესახებ საქართველოში, კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ანგარიში მიმოიხილავს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პოლიტიკას, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხებს, ელექტრონული ვიზების გაცემის პრობლემას, ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლების და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა რასობრივ დისკრიმინაციას.

თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2023 წლის 11 აპრილამდე საქართველოს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით რუსეთის 10,304-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც ნახევარზე მეტი დაკმაყოფილდა:

"2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით წარადგინეს სულ 10,304 განცხადება, რომელთა 32,5% (3,340), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნახევარზე მეტი, 56% (5,759) დაკმაყოფილდა. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა. 

იმავე პერიოდში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით უკრაინის მოქალაქეებმა წარადგინეს 943 განცხადება, რომელთა 5%, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 85% დაკმაყოფილდა. 1925 განცხადება წარადგინეს ბელარუსის მოქალაქეებმა. მათი 28% (543), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 61% (1167) დაკმაყოფილდა." ვკითხულობთ ანგარიშში.

2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება ცალკეული ქვეყნებიდან შემომავალი ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით. მაგალითად, თუ 2021 წელს რუსეთიდან – 291,511, თურქეთიდან – 358,014, სომხეთიდან კი – 218,349 შემოსვლა ფიქსირდებოდა, 2022 წელს ეს რიცხვი, რუსეთის შემთხვევაში – 1,459,541-მდე, თურქეთის შემთხვევაში – 1,030,199-მდე, სომხეთის შემთხვევაში კი – 1,018,771 ერთეულამდეა გაზრდილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა