„დიდი შანსია, რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი!“ - რას წერენ დაკარგული ბიჭის მეგობრები?
თბილისში დაკარგული 22 წლის ახალგაზრდის, ლუკა ლაცაბიძის ოჯახის ახლობელი, ელა ლაცაბიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„ვავრცელებ ლუკას მეგობრების ინიციატივით და მეც ვუერთდები:
„ბოლო ინფორმაციით, რომელიც ლუკა ლაცაბიძის დედამ მოგვაწოდა: დადასტურდა რომ პარასკევს ღამის 2 საათზე ლუკა თბილისის ზღვაზე წავიდა ტაქსით.
17:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე და პოლიციის გვერდით ლუკას ძებნას. მთელი ღამე მანდ ვრჩებით. გვჭირდება ნათურები. დიდი შანსია, რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი!
ყველას გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილები და დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში!“ - წერს ეკა ლაცაბიძე.